მცირე რამ ამბავი ქუთაისის შიდა გზებზე

“კომუნისტების დროს გზების მშენებლობა იყო მეწველი ძროხა”

მიხეილ სააკაშვილი (2009წ)


ასეთი ამბავია ქუთაისში, კერძოდ აბაშიძის ქუჩაზე – შიდა გზების დაგებაზე ფულს ითხოვს მერია მოსახლეობისგან, ანუ 70–70 ლარს გამოდით და დაგიგებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში  ისე დარჩებით როგორც ხართო. ეს მოსახლეობაც დგას და აძლევს ფულს, ზოგგან 50–50 ლარს, ზოგგან 70–70 ლარს. მერია კიდე აქეთ ამადლის რომ ხარჯების 90% ჩვენ ვიხდითო. საიდან იხდითო? ბიუჯეტიდანო. ბიჯეტში საიდან არისო? გადასახადებიდანო. ვისი გადასახადებიდანო? თქვენი.. კი არა და ჩვენი, საქართველოს მოქალაქეებისო. ეეეო – ე კი არა ფულს გამოდით თორე დარჩებით როგორც ხართო.

მოდი აქვე მარტივად დავითვალოთ, ისე, უბრალოდ საინტერესოა: ტიპიურ 5 სართულიან “ხრუშჩოვკაში”, რომელიც დგას ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე და რომლის მოსახლეობასაც მოსთხოვეს 70 ლარი მოასფალტებისთვის – არის 45 მოსახლე (სადარბაზოში 15) 45 X 70= 3150 ლარი. სამწუხაროდ  ასფალტის დაგების ტექნოლოგიებში ვერ ვერკვევი მაგრამ რაც მოვიძიე ინტერნეტში საქართველოში 1 ტონა ასფალტი 70 დოლარამდე ღირს, ანუ დაახლოებით 116 ლარი. 3150 ლარი რო გავყოთ 116–ზე მივიღებთ დაახლოებით(sic) 27 ტონა ასფალტს – 27 ტონა ასფალტი კიდე ბევრია.

ხოდა, ზემოთ ნახსენები ტიპიური “ხრუშჩოვკის” შიდა გზა, უშუალოდ კორპუსის წინა ასფალტის საფარი, უხეშად რო დავიანგარიშოთ არის 5 მეტრის სიგანის და 40 მეტრის სიგრძის– მაქსიმუმ. ხოდა 200 კვ.მ–ზე მოსახლეობა თუ იხდის 27 ტონის ფულს, ანუ დაახლოებით 1 კვ მეტრ შიდა გზაზე გამოდის 7.5 ტონა ასფალტი – რაც ჩემნაირი გზის დაგების არმცოდნე მოქალაქისთვისაც ნათელია რომ უაზროდ ბევრია. შესაბამისად შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ გარდა იმისა რომ მოსახლეობა მთლიანად ფარავს საჭირო ოდენობის ასფალტის ფულს, ასევე  ფარავს  უშუალოდ გზის დაგების სამუშაო ხარჯის ნაწილსაც.

საერთოდაც როცა ამ ხარჯებს ვითვლიდი და ვეძებდი ინფორმაციას გამახსენდა ერთი ჩემი კეთილი მეგობარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა გზების დაგების სფეროში და რომელმაც მითხრა რომ 1 კვადრატული მეტრის დაგება, საფუძვლიანად, ყველა ხარჯის გათვალისწინებით 22 ლარი ჯდებაო.  ერთხელაც რომ გადავთვალოთ 200 კვადრატული მეტრის დაგება გამოდის რომ ჯდება 4400 ლარი. შესაბამისად თუ მოსახლეობა  იხდის 3150 ლარს, გამოდის რომ მერიას ეს ყველაფერი უჯდება მაქსიმუმ 1250 ლარი… და თუ მაღალსართულიანი კორპუსია და მოსახლეობაც მეტია მაშინ ხომ… რა  დათვლის ეხლა მაგას.

მაგრამ რაც დავთვალე მერიის თანამონაწილეობა 90%–იან ხარჯს ნამდვილად არ ითვალისწინებს, პირიქით და საერთოდ რა თანამონაწილეობაზეა საუბარი როდესაც ისედაც ვალდებულია რომ დააგოს გზები?

ასე რომ პატივცემულო პრეზიდენტო, არამარტო კომუნისტების დროს იყო გზების მშენებლობა მეწველი ძროხა… და საერთოდაც ეს ხალხია მეწველი ძროხა, როცა უთხრეს რომ რატომ იხდით ფულს, თბილისში უფასოდ აგებენო, ამათ უპასუხეს აბა თბილისთან ჩვენ რას მოვალთო.

თან საინტერესო ისიც არის რომ აბაშიძის ქუჩა მდებარეობს ახალ პარლამენტთან, რომლის გადატანამაც უნდა განავითაროს ქუთაისი.

About these ads
This entry was posted in წერილები and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s