ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – დილით ყოველთვის კარგ ხასიათზე უნდა გაიღვიძოთ! ლოგინშივე უნდა ატეხოთ ზმორება და ძვლების მტვრევა, შემდეგ უნდა მიიღოთ ცივი შხაპი, ამის შემდეგ უნდა დალიოთ მაგარი ყავა სიგარეტით და მიუჯდეთ კომპიუტერს! ყოველივე ამის შემდეგ კი ყოჩაღად უნდა წახვიდეთ სამსახურში, მიუხედავად იმისა რომ შაბათია.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ეს ყველაფერი საჭიროა, რადგან წინ რთული დღე გელოდებათ!
ასე მაგალითად:
მას შემდეგ რაც მეტროთი ვმგზავრობ ვაჟა ფშაველადან წერეთლის გამზირამდე, სიზარმაცისა და გამო, რომელიც გამოიხატება სამსახურში დაგვიანებითა თუ დილის ძილიდან რთული გამოსვლით, სამსახურამდე დარჩენილ ხუთასიოდე მეტრის ფეხით გავლას ავტობუსით მგზავრობა მირჩევნია. მითუმეტეს რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ეს ყვითელი გაზის კამერები ხშირად დადიან აღნიშნულ გამზირზე.
ორიოდ სიტყვით მგზავრებზე:
ავტობუსის მგზავრები შეგვიძლია დავყოთ ოთხ კატეგორიად:
1. რომლებიც ბილეთს ამოსვლისთანავე იღებენ
2. რომლებიც ბილეთს მხოლოდ კონტროლიორის ამოსვლისას იღებენ
3. რომლებიც ბილეთს არ იღებენ
4. რომლებიც ბილეთს დამოუკიდებლად რატომღაც ვერ იღებენ და ყველა სხვა მგზავრი ვალდებულად მიაჩნიათ რომ ბილეთი აუღონ
უკანასკნელი კატეგორია მკლავს!
მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხარ სალაროსგან თუ “ბილეთის ავტამატისგან” თუ რაც ქვია. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად სავსე ან ცარიელია ავტობუსი. ამოდიან, გაწვრთნილი მეძებარივით პოულობენ ან მოიპოვებენ თავისუფალ სკამს და ასეთ მჯდომარე პოზიციიდან ახერხებენ მოგძებნონ და თავიანთი ბარათი/ხურდა ფული, ყოველგვარი ზრდილობიანი მომართვის გარეშე ხელში მოგაჩეჩონ.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – ეს არის კატეგორია, შეიძლება ითქვას რომ თაობაც, რომელსაც ყოველგვარი “გაჯეტი” (ამ შემთხვევაში “ბილეთის ავტამატი”, სალარო) შიშის ზარს სცემს, არ ენდობიან, არ იციან როგორ მოეპყრან და ამის გამო აქვთ საოცარი დამოკიდებულება, რომელიც ლამის სიძულვილში გადასდით – რაც გამოიხატება მთავრობის ლანძღვით, რომელმაც ეს “ეშმაკის ყუთები” დააყენა. შედეგად გამორიცხულია რომ ოდესმე გაბედონ ბილეთის აღების სწავლა.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – ეს ხალხი ჩემს ნერვებზე მოქმედებს, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრნი არიან და ლეგიონია მათი სახელი. ამ შემთხვევაში გიწევს ორი, სამი ან ხუთი ბილეთის აღება და მირთმევა.
და აი დღეს, როდესაც არის შაბათი და როდესაც კვლავ მომიწია დილით სამსახურში გასვლამ, ზემოთ აღნიშნული დილის გამოსაფხიზელებელი პროცედურები ზედმიწევნით ზუსტად შევასრულე. ვიმგზავრე მეტროთი და შევარჩიე შედარებით ცარიელი ავტობუსი, რომელიც თურმე სავსე ყოფილა ლეგიონით… და ლეგიონმა მყისვე იპოვა მსხვერპლი! ღმერთმანი მე გადავრჩი.
მსხვერპლი სანდომიანი ყმაწვილი აღმოჩნდა რომელიც ჩემი ასვლის შემდეგ ორი გაჩერება მორჩილად და თავაზიანად ემსახურა ლეგიონს. სანამ მე ავიდოდი ალბათ მანამდეც ხმარობდნენ ბეჩავს. პირველ გაჩერებაზე ორი ბილეთი აიღო, სამი ჩანთა გადადგა და ერთიც ჩასვლისას მიაწოდა, როგორც იტყვიან ბალზაკის ასაკის მანდილოსანს, ანუ Milf-ს. მეორე გაჩერებაზე 3 ბილეთის აღება მოუწია, რა თქმა უნდა ადგილზე მიტანით. სანამ კიდევ გააჩერებდა ავტობუსი და ლეგიონი შეივსებოდა, ყველას გასაგონად, ღიმილით, ასეთი განცხადება გააკეთა ამ თვინიერმა ყმაწვილმა:
“უკაცრავად ამ გაჩერებაზე ჩავდივარ და თუ კიდევ ვინმეს რამე გინდათ არ მოგერიდოთ, მითხარით!”
ლეგიონი მიხვდა რომ ბიჭმა სარკაზმით თქვა და ამ განცხადებით ამცნო რომ სულაც არ იყო ვალდებული სქელგავიან გაჯეტოფობ მილფებს მომსახურებოდა. ლეგიონმა გვიან მოახდინა რეაქცია, მას შემდეგ რაც მსხვერპლი ხელიდან დაუსხლტა. რეაქცია კი ერთობლივი ყაყანი აღმოჩნდა:
“სად იზრდებიან ესეთები?!”
“ოჯახში გაზრდილის რა ეტყობა?!”
“ვითომ რა დაუშავდა?!”
“აესაა, რაც მთავრობაა ისაა ახალგაზრდობა!”
“ყოჩაღ დედამისს!”
და ა.შ და ა.შ.
ამ დღეს მე გადავრჩი.
სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ– დილით ყოველთვის კარგ ხასიათზე უნდა გაიღვიძოთ! ლოგინშივე უნდა ატეხოთ ზმორება და ძვლების მტვრევა, შემდეგ უნდა მიიღოთ ცივი შხაპი, ამის შემდეგ უნდა დალიოთ მაგარი ყავა სიგარეტით და მიუჯდეთ კომპიუტერს! ეს ყველაფერი საჭიროა, რამეთუ წინ რთული დღეა და არასდროს იცი თუნდაც ის თუ სად ჩაგისაფრდება სქელგავიან მილფ გაჯეტოფობთა ლეგიონი, რადგან თუ ამ დროს ცუდ ხასიათზე იქნები, ისევ შენთვის არის უარესი.


ფრიად აქტუალური ჰამბავია
ლოლ, ეგარი :დ
საღოლ იმ ბიჭს : ))
თავზეხელაღებული ეგა
)
მშვენიერი პოსტია, ყოჩაღ შენ და იმ ბიჭს )))
თუ მართლა თვლი რომ სქელტრაკიანი გაჯეტოფობები milf-ები არიან, well, you’ve got some problems dude
ნუ.. ყველას თავის ფეტიში აქვს
არა ღმერთმანი არ მსურს მივართვა მათ
) უბრალოდ კატეგორია მაინც მილფში გადის… რა ვქნა :–ს
მილფში რო გადიოდეს ბილეთსაც სიამოვნებით მიართმევდი
ე.ი. უბრალოდ სქელგავიან გაჯეტოფობებში გადის რომლისთვისაც არაფრის მირთმევა არ არის საინტერესო
მილფი – კრებითად კაცო და არა პირდაპირი მნიშვნელობით, ასაკის აღსანიშნავად რაღა :>
ვაჰ, რომელი ასაკის აღსანიშნავად, 19 წლის სექსუალური დედიკუნა აუცილებლად გაჯეტოფობი და სქელგავიანი უნდა იყოს? ან უშვილო სქელგავიანი პიროვნება არ შეიძლება გაჯეტოფობი იყოს? გამოიყენეთ მოდური ტერმინები დანიშნულების მიხედვით ახალგაზრდავ, ამის თქმა მინდოდა მხოლოდ. და ბარემ მივამატებ რომ როდესაც მსგავსი, თქვენთვის უსიამოვნო პიროვნება გთხოვთ ბილეთის აღებას, შეგიძლიათ თავაზიანი უარი უთხრათ. ეს თავიდან აგაცილებთ მსგავსი ბანალური პოსტების გამოქვეყნების საჭიროებას. გმადლობთ ყურადღებისთვის
ვერ ვხვდები რატომ მიიტანე ასე ახლოს გულთან ტერმინი მილფი, ან ეს პოსტი… წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მოდი რაღაცეებზე მაინც შევთანხმდეთ:
“19 წლის სექსუალური დედიკუნა” – ვერანაირად ვერ იქნება აწ უკვე ავადსახსენებელი მილფი, რამეთუ თავად ეს სლენგი, მიუხედავად მასში ნახსენები Mother–ისა, შინაარსობრივად არ აერთიანებს ყველა ასაკის დედას… ასე მაგალითად – კოკროჭინა Juno – არ არის მილფი ; ))
მოკლედ სლენგი მილფი გამოიყენება ბალზაკის ასაკის მანდილოსნებზე, მიუხედავად მათი გავის გარშემოწერილობისა და გაჯეტოფობია/ფილიისა.. იგი უბრალოდ აერთიანებს ძუ ჰომოსაპიენსებს 30–35 წლიდან ზევით, 50–იან წლებამდე… მილფის მერე კი მოდის გილფი : )) და სრულიად არ არის აუცილებელი რომ გილფს ჰყავდეს შვილიშვილი ; )
ნუ რა თქმა უნდა პორნო ინდისტრიაში მილფი წარმოდგენილია როგორც მიმზიდველი და კარგად შენახული “დამა ქალი”.. მაგრამ ის პორნო ინდუსტრიაა… სხვადასხვა სიკეთეებით…ნუ მსუქან მილფებსაც შეხვდები… საერთოდ ყველანაირ მილფს იპოვი პორნოში, ფეტიშის შესაბამისად…. მაგრამ 19 წლის მილფის პოვნა გაგიჭირდება…
კიდევ ერთი პარალელი…. გურჯული – “ბიძაჩემო” ხომ გსმენია? უცხო ადამიანს რომ მიმართავენ?! შენი ლოგიკით რა გამოდის, რომ ის მავანი უცხო ვალდებულია რომ ნათესაურად მისი ბიძა იყოს? ან უცხო მოხუც ადამიანს რომ მიმართავენ “ბაბუ” – “ბებო”, რა? ეს გულისხმობს რომ ამ ბაბუას სახლში წყება–წყება შვილიშვილები ელოდებიან? ააარა… მსგავსი ტერმინები დამკვიდრებულია და გამოიყენება ასაკის შესაბამისად… აეგრეა მილფზეც
და ბოლოს… არ ვიცოდი თუ მილფი “მოდური” ტერმინი იყო
))) აწი უფრო ხშირად გამოვიყენებ ხოლმე
DDD და პოსტი კიდე… რა ვქნა… აეგეთი ბანალურია…
)
პატივისცემით და მოწიწებით
პრაპორშჩიკი
პრაპორშჩიკ, ნუ შენი და იმ ავტობუსის ბიჭის “სარკაზმი” ასე ვთქვათ “მკლავს რა”
მე მაპატიეთ რომ “ლოლ, ეგარი :დ” ტიპის კომენტი ვერ დაგიდე (არადა გულით მინდოდა ვფიცავ კრიშნას), შენ ეგ ასე ვთქვათ “გულთან არ მიიტანო” რომ შემდგომში ასეთი ტიპის: “მიუხედავად მათი გავის გარშემოწერილობისა და გაჯეტოფობია/ფილიისა.. იგი უბრალოდ აერთიანებს ძუ ჰომოსაპიენსებს 30–35 წლიდან ზევით, 50–იან წლებამდე…”
და კიდევ რომელი ფრაზა “მკლავს” იცი? აი ეს: “ლეგიონმა მყისვე იპოვა მსხვერპლი!”, და აი ეს კიდევ: “რაც გამოიხატება მთავრობის ლანძღვით, რომელმაც ეს “ეშმაკის ყუთები” დააყენა”. მოკლედ წარმატებები ბლოგინგში
ადამიანების სექსისტურ და შეურაცხმყოფელ გადახარისხებამდე არ დახვიდე, cause that really makes me sad
ვახ ძაან გამიბრაზებიხარ აი :–ს ნუ მთავარია მილფები გავიარეთ : ) გამაიარე ხოლმე ; )
აუცილებლად გამოვივლი, ფრიად სახალისო დასკვნების გამოტანა გცოდნია, You’ve just made my day
:ხელებისმაღლააწევადამტევნებისმოძრაობა:
yeah, gimme that booty shakin
მილფი
არიქა, სანდომიანი ახალგაზრდა ყმაწვილები გადამალეთ, სისხლიანი მილფების ლეგიონი მოდის მსხვერპლის საძებნად მძიმე ჩანთებით მარაოებით და მეტრომანის ბილეთებით უუუუხ, უნდა გაჟუჟონ ქართველი ახალგაზრდობა. დროა წინააღმდეგობის ლეგიონის ჩამოყალიბება, შეფიცულთა ლეგიონი, როგორც კი მილფი ბარათს მიაწვდის მათ, ეგრევე ძუძუებში სტაცებენ ხელს, “ეშმაკის აპარატებთან” მიათრევენ და იმდენს არახუნებინებენ თავებს, სანამ არ შეაგნებინებენ რომ “ბილეთის აღება აი ასეთი მარტივია” და ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ ცხოვრება ცოტათი უფრო მარტივი იქნება. :ასიათასიგაბრაზებულიმილფიელოდებაპრაპორშიკისჭეშმარიტადგენიალურდასკვნებს:
ხო
sharo saidan modixaroo:)))
Pingback: თბილისური La Strada « ბიოს პერსონალური ბლოგი
ამ პოსტს დიდი სიამოვნებით ამოვბეჭდავდი და გავაკრავდი ყველა გაჩერებაზე, ყველა ავტობუსში!!!!
თუმცა ეჭვი მეპარება, ვინმემ ჭკუა ისწავლოს.
მეც არაერთხელ ვყოფილვარ იმ ბიჭის როლში. თუმცა მე ძირითადად არ მესმის ხოლმე საუბარი, რადგან ყურთსასმენები მიკეთია და თუ ვიღაც არ შემეხო, არ მესმის.
ვერ გავიგე, სტატია უფრო საინტრერესოა თუ კომენტარები…

ამ უკანასკნელს უფრო გულის ყურით ვადევნე თვალი…