დილაა რა, 11 საათია, როგორც ყოველთვის დაგვიანებით მიდიხარ სამსახურში, ცხელა უკვე ოხერი, დააჭირა დილიდან წერეთელზე, ხოდა თავი გაქვს ჩაქინდრული, life sucks და რამე… ხოდა სად იყო და სად არა, შავზე შავმა კატამ, მზაკვრული მზერით და ნელი, თავხედური სიდინჯით, ისე რომ თვალი არც კი მოგაშორა, გზა გადაგიჭრა… თფუ ბლიად! ვინმე მაინც იყოს რომ გზა დაუთმო: მობრძანდით გენაცვალე, მხოლოდ თქვენს შემდეგ, პატივცემულო! აქეთ, აქეთ შენ ხარ ჩემი ბატონი! მაგრამ არა.. სხვა გზაც არ არის… აგინებ კატას და თავდახრილი, დილიდან დაღლილ–გათანგული კვეთ კუპრივით შავი, თავხედი კატის გავლებულ ვირტუალურ ხაზს… და… დრაგადაან! – თუმანი ტო?! ბრჭყვიალებს მზეს ირეკლავს… გახედე–გამოიხედე, არავინ არის, ცხელა რა… წკაპაან ჯიბეში ეგრევე! გიხარია, დაბნეულიც ხარ… ერთი, მეორე, მესამე ნაბიჯი და დრაგადადააან! მეორე დაშხოშიანი თუმანი, ბრჭყვიალებს შობელძაღლი! გაიხედე მარჯვნივ, გაიხედე მარცხნივ – წკაპაან ისევ ჯიბეში! აბა რაა!
ასწორებს რა, თავი მარიო გგონია ან პაკმანი, ან რაღაც ეგეთი :> თან ისეც აღარ ცხელა, ნათელი დღეა!
მართალია Morning Glory–ს დრო უკვე გასულია, მაგრამ რაღაც მსგავსი დისკომფორტულად სასიამოვნო შეგრძნება კი აგყვა… შავი კატა არა ისა კიდე!
სინდისის ქენჯნა?! ხო… არაა… ჯერ ერთი ორივეჯერ გაიხედე და თან გამოიხედე კიდეც! მეორე ის რომ ცხელოდა და ირგვლივ არავინ იყო! მესამე კი დამიჯერეთ კეთილი დილა 20 ლარი ღირს ხოლმე!
დილა მშვიდობისა მეგობრებო!


ლოოოოოოოოოოოოოლ
))))))) დღეს ფრანცისკანერს მყიდულობ :>
ოკ
) შენ ოღონდ გამოჩნდი და
)