ჩემირამიდის ბაღები

თუკი ჭირისუფალს ეშინია მიცვალებულის, რომელიც სიცოცხლეში ატარებდა ულვაშს – მაშინ მოპარსონ მიცვალებულს ულვაში და  ჭირისუფლისთვის გვამი საშიშის მაგივრად საინტერესო შეიქმნება. ბიძია ენგური

- ნანა..! ნანა! გაიღვიძე…

- რა იყო..? შუქი მაინც აანთე რა გულს მიხეთქავ?!

- სიზმარი ვნახე ნანა, ისევ ის სიზმარი…

-  რომელი საათია..?

- ხუთის ოცი წუთი.  გაგრძელდა მგონი…

- რა გაგრძელდა?

- სიზმარი, მანამდე რო ვნახე ის სიზმარი…

- ხო.. ხო გამახსენდა, რა ნახე?

- ისევ მინდორზე ვიყავი, დიდი მწვანე მინდორი იყო, ბოლო არ უჩანდა და ისევ მოულოდნელად წამოვიდა შავი ცხენების რემა. ჯერ კიდევ შირს იყვნენ მაგრამ სახეებს ვარჩევდი, მრისხანე, გაშმაგებული თვალებით და ლაშით მორბოდნენ ჩემსკენ და უკან გრიგალი მოჰყვებოდათ. მეშინოდა მაგრამ გაქცევა არც მიფიქრია, სწრაფად მიახლოვდებოდნენ… ჩავიკუზე და ხელები თავზე ავიფარე, ცხენები გრიალით გარბოდნენ ირგვლივ… თავი ავწიე თუ არა დიდი შავი ულაყი ყალყზე შედგა ჩემს წინ და ფლოქვები დამიშინა ჭიხვინით… ყოველი დარტყმისას კვლავ ყალყზე დგებოდა და გარკვეული რითმით, მგონი გულის ფეთქვასავით, მიშენდა ფლოქვებს – დუგ-დუგ!  დუგ-დუგ! ესე… თავად დარტყმები კი მტკივნეული სულაც არ იყო, ოღონდ თითოეული დარტყმა მაპატარავებდა -  ასაკითაც და ფიზიკურადაც  თუმცა თვალები ისეთივე მრჩებოდა, არ იცვლებოდა… და სულ ბოლოს თოთო ბავშვის ხელა რომ გავხდი, 72 წლის კაცის თვალებით ავხედე გაცოფებულ ცხენს კბილებში, რომელმაც უნალო ფლოქვი სახეში ჩამარტყა… და აქ გამეღვიძა.

- შენ რა გითხარი, რამ შეგაშინა ? ბებიაჩემისგან მახსოვს რომ ცხენი კარგია სიზმარში. დილით გადავხედავ წიგნში და გეტყვი რას უნდა ნიშნავდეს და…

- ხო, მოგეცა გასართობი… ყავაშიც  ჩაახედე ბარემ მეზობლებს…მაგიტომ კი არ მოგიყევი…

- აბა?

- რაღა აბა ქალო…?! შემეშინდა…

- იიჰ შენ რა გითხარი, აქამდე არაფრის შეგშინებია და…

-  ჰო კაი, კაი…დავიძინოთ ახლა!

* * *

- გამარჯობა ბიძია ენგურ, როგორ ბრძანდებით?

ბიძია ენგური – იგივე ენგურ იოსების ძე კენჭაძე დაიბადა 1939 წლის 27 მარტს ქალაქ თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის 42-ე საშუალო სკოლა, ამავე წელს ჩააბარა გეპეიში საინჟინრო ფაკულტეტზე, მოგვიანებით სწავლა გააგრძელა მოსკოვში  სადაც დაიცვა პროფესორის ხარისხი. 1982 წლამდე მუშაობდა სამხედრო სფეროში სემიპალატინსკის ოლქში.  1969 წლიდან იმყოფება ქორწინებაში ნანა გერონტის ასულ მიქაშავიძესთან. შვილები არ ჰყავთ. არ მოსწონს სიახლე და მოულოდნელობები. მოსწონს როდესაც ყველაფერი გათვლილია და რაიმე კონტროლს ექვემდებარება. ენგურ კენჭაძემ ბოლო სამი თვის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ნახა ერთიდაიგივე  სიზმარი. შედეგად მოუმატა სიკვდილზე ფიქრს და ჭადრაკის თამაშს. ენგურ კენჭაძეს 1988 წელს გადაეცა მედალი როგორც საბჭოთა კავშირის დამსახურებულ გამომგონებელს.

- კარგად გიორგი, კარგად – შენც ხომ კარგად ხარ?

- რავიცი ვარ რა, საით მიდიხართ? ხომ არ გაგიყვანოთ მანქანით?

- აჰ არა მადლობა, მივეჩვევი მერე ხო იცი?! აქვე კიროვის პარკში მივდივარ, გასვლითი მატჩი მაქვს იურასთან და ცოტა ადრე მივალ გასახურებლად.

- ოო დიდი თამაში ყოფილა დღეს,  თქვენსკენ ვარ ხომ იცით?!

- ვიცი ვიცი..

- კარგით აბა, წარმატებები! ტურებს ერიდეთ, ტურებით თამაშობს ეგ კარგად.

- ვერ შემაშინებს კაცო, კარგად იყავი.

***

- სალამი ლომებს!

- ოხ ენგურს ვახლავართ! საით ხარ დაკარგული?

- საით უნდა ვიყო, ხო იცი ოთხშაბათობით ვარ ხოლმე აქეთ.

- გრაფიკი, გრაფიკი… რა ხდება სხვა ბაღებში? როგორ ფორმაში არიან მოთამაშეები?

– ბერდებიან, ასაკი ეპარებათ.

– ხომმ… სიბერე არ არის კარგი.

- რა იყო ეგ ცხენი გემეტება კაცო თუ შენი არ არის?!

- რა ვქნა აბა სხვა ხოდი არ დამიტოვა და…

- მდას… кавалеристи – они разбоиники, но причем здесь кони?! იურა არ გამოჩენილა?

- არა არ ყოფილა დღეს…

- ჰმ.. ავტომატურ მოგებას ჩავითვლი მაშინ!

***

- სალამი ახალგაზრდას!

- გამარჯობა?!

- ჭადრაკის თამაში თუ იცით?

- კი, დიახ…

- ეგრეც ვიფიქრე, დავინახე წიგნს კითხულობდით და ვიფიქრე ჭადრაკიც ეცოდინება თქო. ხომ არ გვეთამაშა ერთი ხელი? ჩემი ნაპარნიკი არ მოდის დღეს ვატყობ.

- კი ბატონო… ოღონდ დიდი ხანია არ მითამაშია და…

- სვლები ხო იცი?

- კი, რა თქმა უნდა.

- ხოდა გავერთოთ ცოტათი.

- კარგით.

- აირჩიე მაშინ.

- შავები იყოს.

- როგორც გენებოთ – ენგურ კენჭაძე.

- კოტე დვალი – სასიამოვნოა.

კოტე იგივე კონსტანტინე დვალი – დაიბადა 1985 წლის 19 თებერვალს,  განათლებით იურისტი. 12–დან 17 წლამდე დადიოდა ჭადრაკზე აღნიშნულ ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში.  უყვარს მხატვრული ლიტერატურა, განსაკუთრებით სამეცნიერო ფანტასტიკა. მუშაობს  ტურისტულ სააგენტოში იურისტად, შესვენების დროს უთმობს მსუბუქ ლანჩს და წიგნის კითხვას ვერის ბაღში. სამსახურის დროს კი http://www.jinchess.com/-ს ნიკით kote dvali.

- ანუ კონსტანტინე?

-დიახ, როგორც გენებოთ.

***

- კი ბატონო, კონტროლი იყო, მაგრამ საჭიროც იყო კაცო, აბა ეხლა როა ვისაც რას უნდა იმას აკეთებს ეგაა? ხო ხედავ რაც მოიტანა ამან?

- ეგრეც არ არის, ვისაც რა უნდა იმას ვერ აკეთებს, მაგრამ რომც აკეთებდეს განა რა პრობლემა იქნება?

- როგორ თუ რა? ჯერ მარტო რამდენი ცისფერია უკვე და რაც უნდა ის რო ქნან მერე რა იქნება კაცო? რას მელაპარაკები?

- ნუ კარგით, კარგით… შახ ბატონო ენგურ!

- ქიში ანუ…?!

- როგორც გენებოთ.

***

- იქნებ ცხენს მიხედოთ ახალგაზრდავ, საბრალო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, წასასვლელი აღარ აქვს… Я так думаю.

- ვერაფრით დაგეთანხმებით ბატონო ენგურ…

***

- ან ესეც ვთქვათ, ეს გოგოები რომ ეწევიან ახალა, ესაა საქმე?

- მოწიონ მერე რა მოხდა?

- როგორ თუ რა მოხდა? ყველაფერს თავი დაანებე და ხომ ცუდია ჯანმრთელობისთვის?

- აი მეც ხომ ვეწევი და ჩემზე რატომ არ ბრაზდებით?

- შენ ბიჭი ხარ კაცო და გოგოები რო ეწვიან ხო იცი რა მოსდით მერე?

-რა?!

- ივუწროვდებათ ის.

- ის?!

- ხო ის!

- მერე რა, უკეთესიც არის.

- მაგისთვის რაც შენ იფიქრე კი, მაგრამ  ბავშვის გაჩენისას?! და ისე არც შენთვის არის კარგი, აფუჭებს იმას, ხო იცი?!

-  იმისთვის?!

- იმისთვისაც, შენთვისაც და ყველაფრისთვის კაცო!

***

- საკამოდ იოლი ნადავლი იყო ჩემო კონსტანტინე ეს ოფიცერი, საკმაოდ…

- არაუშავს, გამოვასწორებთ.

- დიდი ხანია აქ მუშაობ?

- მეორე წელია.

- ხო, კაცი უნდა მუშაობდეს, ფულია დღეს ყველაფერი -ფული! ხალხი ყველაფერს იზავს ფულის გულისთვის! აი სტალინის დროს როგორ იყო იცი? ვინმეთვის ფული რო მიგეცა, ისე უბრალოდ, გაგიჟდებოდა, ვინ არის შენი მათხოვარიო გეტყოდა! დიდი შეურაცხყოფა იყო, აბა?! ეხლა კიდე, ეჰ… არაფერი ახსოვთ ფულის გარდა, ფულია მთავარი! ესეც კაპიტალიზმი, მგლები არაიან ადამიანები დღეს, მგლები!

- უბრალოდ რატომ უნდა მიმეცა ფული ბატონო ენგურ?!

- ეს ისე გითხარი, მაგალითისთვის, სხვანაირად უყურებდნენ მაშინ ფულს.

- აბა რო ყვებიან საბჭოთა კავშირის დროს ტომრებით ვხვეტდით ფულსო?!

- ეგ მერე იყო კაცო, სტალინის მერე გააფუჭეს ქვეყანა… აბა სტალინის დროს ეცადათ? ეგრევე რასსტრელ’! კედელთან! აბა?! ეგრე იყო საქმე და ვერაფერ ცუდს ვერ ბედავდა ხალხი… აი, აი, აი… გორბაჩოვიც კაცი იყო და სტალინიც?!

- თქვენ რამხელა იყავით სტალინის დროს?

- ესე 15 წლის, მაგრამ მახსოვს კაცო.

***

- ქიში ჩემო კონსტანტინე!

- ხოოომ.. მგონი ვეღარ მშველის ჩემი ნაქები როქი, ცუდია, ცუდი…

- Еще не все потеряно, настоящая армия погибает, но не сдается!

- ჯერ ადრეა დანებება… თქვენ ხშირად ხართ ხოლმე აქეთ?

- კიროვში? არა, ოთხშაბათობით მხოლოდ. დღეები მაქვს დაყოფილი: ორშაბათს ვაკის პარკში ვხვდები ძველ მეგობარს და იქ ვთამაშობთ, სამშაბათს ალექსანდროვის ბაღში, ოთხშაბათს აქ, როგორც გითხარი, ხუთშაბათს დედაენის ბაღში და ასე დავდივარ, ჩემი რა მიდის ბაღებში სათამაშოდ. თუმცა დღეს ჩემი ნაპარნიკი…

- ჩემირამიდის ბაღები…

- რა?!

- არაფერი, უკაცრავად…

- ხოდა დღეს არ მოვიდა ჩემი ნაპარნიკი, იურა და აგერ შენ გეთამაშები.

- ძალიან კარგი, გარდე ბატონო ენგურ!

- ოხ! აღარ ხუმრობ აი.

***

- მერე ერთი პერიოდი მოსკოვში ვცხოვრობდით, მაგრამ მაინც აქეთ გამომიწია გულმა. ქვეყანა რომ აირია მერეც შემეძლო წასვლა, ნანა მეუბნებოდა წავიდეთო მაგრამ არა, არ ვქენი მაინც.

- ხომ არ ნანობთ?

- არა, რას ამბობ! პირიქით.

- მე კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სადმე სხვაგან… ოღონდ სამუდამოდ არამგონია.

- ხო, ეგაა.. სამუდამოდ ძნელია.

***

- კიდე იცი რაში იყო სტალინი მართალი? რო დაიჭირა და გაკრიჭა ეს მღვდლები. დღეს ხო ხედავ რა ხდება?! მოახტნენ ჯიპებს და ერთ ამბავში არიან.

- ვხვდები რასაც ამბობთ მაგრამ ეს “გაკრეჭვაში” რასაც გულისხმობთ მაგაში ვერ დაგეთანხმებით, რამდენი ეკლესია დაანგრიეს, რამდენი კაცი მოკლეს, არ არის სწორი, არ შეიძლება ეგრე!

- მართალი არავინ მოუკლავთ! და თან ეგ თავიდან იყო მკაცრად, თორემ მერე შესულიყავი და გელოცა ბატონო რამდენიც გინდოდა, ვინ დაგიშლიდა?! არც არავინ, დღეს რო ყვებიან ეგრე კი არ იყო! დაგიჭერდნენ არა ისა. ეს თავიდან ასწავლეს ჭკუა და დღესაც არ აწყენდათ.

- არ ვიცი, არ ვიცი.

***

- ხოდა ნანამ ამ სიბერეში დაიწყო კაცო ამ სიზმრების დაჯერება, მე კიდევ არ მჯერა. სიზმარი სიზმარია კაცო! რათ უნდა მაგას ბევრი ისა, სისულელეები და რაღაცეები?!

- ხო, მეც არ მჯერა მაინცდამაინც სიზმრების.

- И правилно! ცრურწმენებია ეგ…  კატა, სიზმარი, მარილი…

***

- აი ბატონო ენგურ, ამჯერად კი ნამდვიალდ შამათია, მეტი გზა აღარ არის!

- მდას… правилно, შამათია.

- კარგით ბატონო ენგურ, მეჩქარება უკვე მე, დამაგვიანდა და სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.

- ჩემთვისაც კონსტანტინე, ჩემთვისაც.

- შევხვდებით კიდევ , მეც აქეთ ვარ ხოლმე ხშირად.

- სიამოვნებით, კარგად იყავი, ჭკვიანი ბიჭი ხარ და აბა შენ იცი, წარმატებები!

- ნახვამდის ბატონო ენგურ.

***

- მოხვედი?!

- არა!

- მოდი დაჯექი წაგაკითხო.

- რა უნდა წამაკითხო.

- მოდი კაცო მოდი! მისმინე: მმ.. ეს არა..  თეთრი ცხენი… არა… თუ ცხენზე ზიხართ არა.. მოვინიშნე სადღაც… აი - თუ ის ტლინკებს თქვენ გირტყამთ, ელოდეთ ძლიერ კონკურენტს! და –  თუ ცხენი მირბის რემასთან ერთად–გაიგებთ მეგობრის ავადმყოფობას… ესენი წაიკითხე ჯერ. კიდევ ეწერა რომ…

- მდამ… вот так штука!

About these ads
This entry was posted in წერილები and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ჩემირამიდის ბაღები

  1. KateZ says:

    dochanashviliseuli suli vigrdzeni am postshi. kargi tipajia enguri :) ratomgac mis sityvebs erosi manjgaladzis xmit vkitxulobdi.
    erti sityvit momecona 100% :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s