ქართველი მეცნიერი და მინიშნებები აფეთქებული ატომური რეაქტორებიდან

ნამდვილად არ ვიცოდი თუ საქართველოში ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია არსებობდა და რომ მისი პრეზიდენტი იყო მარატ ციცქიშვილი. არ ვიცოდი და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავიგებდი რომ არა ყოველკვირეული გაზეთი “კვირის პალიტრა” და მისი ჟურნალისტი ეკა ასათიანი, დიდი მადლობა მათ!

მოცალეობის ჟამს სახლში კვირის პალიტრას მოვკარი თვალი და დროის გაყვანაც გადავწყვიტე. ყურადღება კი ერთმა სათაურმა მიიქცია: ჩერნობილის რადიაციისგან უხილავმა “ღვთისმშობლის ფარდამ” გადაგვარჩინა!”  იქვე დატანილი ქვესათაურები კი მატყობინებდნენ: “მეცნიერები ვთანხმდებით, რომ ოდესმე აღსასრულიც დადგება” და “მეცნიერები ფიქრობენ, როგორ გადაარჩინონ კაცობრიობა თუნდაც იმით, რომ დროებით სხვა პლანეტაზე გადაასახლონ”. არა, ამის არწაკითხვა ნამდვილად არ იქნებოდა, მეცნიერები, ქართული აპოკალიფსიზმი და კოსმოსური კოლონიები, ეს  ხომ ძალიან საინტერესოა და თან თუ გავითვალისწინებთ რომ ინტერვიუ პროფესორთან და საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან არის, ინტერესი ორმაგდება. ხოდა გაორმაგებული ინტერესით დავიწყე კითხვა და პირველივე შეკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ჟურნალისტი და ბნ. მარატი ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ, აი პირველი კითხვა:

- არსებობდა წინასწარმეტყველებანი იაპონიის დამანგრეველი სტიქიის თაობაზე. ამას რა მეცნიერულ ახსნას უძებნით?

რა წინაწარმეტყველებები არსებობდა? ან რა მეცნიერული ახსნა უნდა გაეკეთებინა პროფესორს რადიოლოგიის დარგში?  მაგრამ ბატონი მარატი არ დაბნეულა, ცოტა აარიდა თავი “წინასწარმეტყველების” ხსენებას და უთხრა რომ კატასტროფის პროგნოზი, რომელიც ოც ან მეტ წელზე კეთდება ვერ არის პროგნოზიო, რადგან ამხელა დროში რაიმე მართლა შეიძლება მოხდესო. ყოჩაღ ბატონო მარატ, მაგრამ ეს რაღა დასამატებელი იყო?

“პირადად მე, თუ შეიძლება ითქვას, კოსმოისტი ვარ – მიმაჩნია, რომ დედამიწამ გაიარა შედარებითი  კეთილდღეობის ფაზა და ახლა ახალ ფაზაში გადავიდა. ზოგს მიაჩნია, რომ ახალი ფაზა 2000 წლიდან დაიწყო, ზოგი 2005-ს ასახელებს კეთილდღეობის დასასრულად! დანამდვილებით კი არავინ არაფერი იცის. ისიც  კი არ ვუწყით, მზე ერთი ვარსკვლავია თუ ორი. ძველი გადმოცემით, არსებობს მეორე მზე – ნემესიდა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. ამავდროულად, არსებობს ყველაფრის მანათობელი და გამათბობელი მზე, რომელიც სიცოცხლისთვის აუცილებელია. არ გამოვრიცხავ, რომ პერიოდულად დედამიწა ხან ერთი მზის გავლენაში ექცეოდეს, ხან კი მეორის. “

ვახ… გაგიჟდები კაცი… ადგები დილით, გახვალ გარეთ, მშვენიერი დღეა, მზე ანათებს, ჩიტები ჟღურტულებენ… მაგრამ მოიცა კაცო… რომელი მზეა ახლა ეს? ვაი და ნემესიდაა? ხო დაგერხა თუ მოგიქსია ცუნამი, მიწისძვრა და მეწამორის ელექტროსადგური?!

ხოდა მერე აგრძელებს საუბარს ბატონი მარატი, მოკლედო ჩვენო, მეცნიერებიო, ვთანხმდებითო რომ კაცობრიობის აღსასრული დადგებაო, ოღონდო როდის იქნება მაგას გააჩნიაო… მოკლედ ისაო ესაო და “დასამშვიდებლად” დააყოლა: “მეცნიერები ფიქრობენ, როგორ გადაარჩინონ კაცობრიობა თუნდაც იმით, რომ დროებით სხვა პლანეტაზე გადაასახლონ, მაგრამ იაპონიაში განვითარებული მოვლენები კოსმოსური მინიშნებაა იმისა, რომ კაცობრიობის  ყველა ამგვარი მცდელობა განწირულია.”

დიახ, განწირულიაო! ვერ გადავრჩებითო ! ვერ ნახეთო ამხელა მინიშნება იყოო, თავად მისი უდიდებულესობა კოსმოსისგანო რომ არაო… მაგრამ ჯერ თურმე სადა ხარ, მარტო კოსმოსური მინიშნებები კი არა, არც მეტი და არც ნაკლები ჩერნობილისა და ფუკუშიმას მოვლენებსაც მიუციათ მინიშნება კაცობრიობისათვის. ბნ. მარატი:

“ჩერნობილის მოვლენებმა კაცობრიობას ასეთი მინიშნება მისცა: “თუ უვიცები არ იქნებით, საშიში არაფერია”. ატომური რეაქტორის “ფუკუსიმას” აფეთქებამ, ფაქტობრივად, გვითხრა: “რაოდენ ჭკვიანურადაც უნდა მოიქცე, მაინც სტიქიაზე ხარ დამოკიდებული”.

სანამ აქამდე წავიკითხავდი ამ ინტერვიუს ბევრი ფიქრი არ მიწევდა, საკმაოდ ნათლად ხსნიდა საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ყველაფერს, მაგრამ აქ დავიბენი… ჩერნობილმა უვიცები ნუ ხართო… ფუკუშიმამ კიდევ რაც არ უნდა ჭკვიანი იყო მაინც… ვახ… რა უნდა ვქნათ მე ვერ მივხვდი…

და ბოლოს, ჟურნალისტმა ხო ჰკითხა პარალელზე ჩერნობილსა და ფუკუშიმას შორის, ხოდა პასუხობს კაცი, ნიშნები და ა.შ. მაგრამ როგორ იქნება საქართველო არ გავურიოთ, ვერ გამოვა ეგრე… მაგრამ როგორი მეცნიერული ახსნა და საუბარი იქნება თუ საქართველოსთან ღვთისმშობელი და მისი კალთა არ ახსენე? არც ეგრე გამოვა… ხოდა:

“სხვათა შორის, ჩვენმა ერთ-ერთმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია ჩერნობილის თემაზე და მეცნიერულად აღწერა, თუ როგორ სასწაულებრივად გადავრჩით მაშინ – რადიაციული ღრუბელი მართლაც წამოვიდა ჩვენკენ. ჰაერის ძირითადი მასები საქართველოში  დასავლეთიდან მოდის, ე. ი.  ზუსტად ჩერნობილის მხრიდან. მაშინ კი, როცა დიდი აფეთქებები მოხდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის მასები ჩვენკენ აღარ წამოსულა! დაახლოებით ასეთი რამ ხდებოდა: მოდიოდა დაბინძურებული ჰაერის ნაკადი და ჩვენთან შემოსვლამდე რომელიღაც უხილავ ფარდას ეჯახებოდა და უკან ბრუნდებოდა… ამ ფარდას  დოქტორანტმა ხატოვნად უწოდა “ღვთისმშობლის კალთა”…

კიდევ სხვადასხვა რაღაცეებზე იყო საუბარი მაგრამ ბატონ მარატ ციცქიშვილის ძირითადი გზავნილის თავმოყრა ამ პოსტში ვცადე…

ისე ერთ თვეში სამაგისტროს დაცვა მაქვს და უნდა მოვიფიქრო როგორ გავურიო ღვთისმშობლის წვლილი საბჭოთა ურბანისტიკაში…  იქნება და რაში გამომადგეს…

About these ads
This entry was posted in წერილები and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ქართველი მეცნიერი და მინიშნებები აფეთქებული ატომური რეაქტორებიდან

  1. fmagellan says:

    ეგ სტატია მეც წავიკითხე :)
    ბებიაჩემი ამბობს, ენას ძვალი არ აქვსო და ეგ ვარიანტია ზუსტად :)

  2. ალბათ, თუ რამენაირად მოახერხებ და სამაგისტრო თემაში ჩასვამ, დამატებით ბონუსებს მიიღებ ?! ))

    • რაღაც არამგონია ჩემს დეპატრამენტში იმუშაოს… მაგრამ უნდა ვცადო : )) აპრობირებულია მაინც და…

  3. HeLLa says:

    RvtismSoblis kalTas miuZRveni Seni samagistro da eg iqneba :D An samadlobelSi moixsenie :) )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s