
გერმანიის ქალაქ ინგელჰაიმში, რომელიც რაინზეა (Ingelheim am Rhein) 1488 წლის 20 იანვარს დაიბადა მავანი სებასტიან მიუნსტერი (Sebastian Münster 1488 – 1552), რომელიც არც თუ ისე ხანგრძივი ცხოვრების განმავლობაში იმდენად მოცლილი იყო რამდენადაც უამრავი რამ ჰქმნა, მაგალითად:
- იყო ფრანცისკანელი ბერი
- ემხრობოდა რეფორმაციას
- ჰაიდელბერგში ასწავლიდა ებრაულ ენას და ღვთისმეტყველაბას
- ბაზელში ასწავლიდა მათემატიკას
- იყო პირველი გერმანელი რომელმაც გამოსცა ბიბლია ებრაულად, ლათინური თარგმანით
- ასევე გამოსცა ქალდეური გრამატიკის სახელმძღვანელო
- პტოლომეს “გეოგრაფია”
- იყო კოსმოგრაფი
- და იყო კარტოგრაფი
და რადგან იყო კარტოგრაფი – ქმნიდა რუკებს, რომლებიც საკმაოდ ზუსტი იყო იმ დროსთვის. სწორედ ამიტომ, მისი წიგნი “კოსმოგრაფია” ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად წიგნად ითვლებოდა XVI საუკუნეში, იგი ითარგმნა ლათინურ, ფრანგულ, იტალიურ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე და 24-ჯერ გამოიცა ასი წლის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს რომ თავად სებასტიან მიუნსტერი ბევრს არ მოგზაურობდა, ნუ იყო შემთხვევა როდესაც იმოგზაურა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში და შვეიცარიაში. როგორც იმ ეპოქის კარტოგრაფები სებასტიანიც მეზღვაურებისგან და ვაჭრებისგან შეგროვებულ ცნობებს და ნაყიდ რუკებს ამუშავებდა. “კოსმოგრაფიაში” გარდა იმდროინდელი მსოფლიო ქვეყნების და მნიშვნელოვანი ქალაქების რუკებისა, წარმოდგენილია სწავლებანი ასტრონომიის, მათემატიკის, ფიზიკური გეოგრაფიის და კარტოგრაფიის შესახებ. მოკლედ კარგი დიდი სქელტანიანი წიგნი ქნა სებასტიანმა და ამ წიგნის რუკები, რა თქმა უნდა ელექტრონულ/ციფრულ ფორმატში, ჩემს მოკრძალებულ არქივშიც არის დაცული და რამოდენიმე მათგანს აქ განვათავსებ:








აი ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ მოგზაურობდა ბევრს სებასტიან მიუნსტერი, მიზეზს “მიუნსტერის მონსტრები” ჰქვია, ანუ მისი წარმოდგენა ზღვაში მობინადრე ურჩხულებზე:

