ნახარარ ერვანდ კამსარაკანის ოთხი სიზმარი

4 დღე ებრძოდა ნახარარი ერვანდ კამსარაკანი სიკვდილს მას შემდეგ რაც  მუშკან ნისალავრუტმა, სპარსეთის შაჰის, იეზიდიგრედ II-ის მთავარსარდალმა, 451 წლის 26 მაისს, ავარაირის ველზე ბუნიკიანი კვერთხით დაჭრა თავში . ამ 4 დღიდან 3 დღე სომეხი გლეხის სახლში გაატარა , სადაც ჭრილობას მაჯაღვერას თაფლით და ხორბლის ფქვილით მკურნალობდა მეზობლი მჩხიბავი და თან მზისა და სამოთხის სინათლის ღმერთს – მიჰრს  ავედრებოდა კამსარაკანის სიზმრებს… და სწორიც იყო, რადგან ნახარარი ერვანდ კამსარაკანი ამ 4 დღის და 5 ღამის განმავლობაში სიზმრებს ხედავდა:

ნახარარ ერვანდ კამსარაკანის I სიზმარი

ესიზმრა რომ მისი სახელი იყო სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი. სიზმარი ფრაგმენტული იყო: ხან გერმანელ ექიმებს აჯერებდა რომ სულიერად ავადმყოფი იყო, რის გამოც კორპოფილიასაც კი მიმართავდა, ხან მეთევზის ნავით ყუმბარები და ფული გადაჰქონდა ბაქოში.  გენერალ დენიკინსაც კი ებრძოდა რუსეთში და ერთ შეტაკებაში ისეთი “შიში ჭამა” რომ გერმანელი ყვითელთავიანი ექიმები და საკუთარი სიგიჟის დასამტკიცებელი მეთოდები გაახსენდა. ერთხელ სიკვდილიც კი მიუსაჯეს, მაგრამ გადარჩა, 20 წლიანი სასჯელით შეუცვალეს და განთავისუფლება შეძლო… საერთოდ ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეებში, კატორღებში, საგიჟეთში და წმინდათაწმინდა რევოლუციის სახელით ტერორისტული აქტებისა თუ გრანდიოზული ძარცვების განხორციელებაში გაატარა… თუმცა სულ თავიდან პატარა სიმონი პატრა გორის ქუჩებში პატარა იოსებთან ერთად დარბოდა და სულ არ იცოდა რომ პატარა გორი – დიდია…

ყველაზე საინტერესო ამ სიზმარში მისი სიკვდილი აღმოჩნდა, როდესაც თბილისში, ვერის დაღმართზე პარტიულ დავალებეზე ფიქრში გართულმა ვერ შეამჩნია მომავალი ავტომობილი და…

დიდ ნახარარს – ერვანდ კამსარაკანს ძალიან უნდოდა გაღვიძება მაგრამ ვერ მოახერხა.

ნახარარ ერვანდ კამსარაკანის II სიზმარი

პირველი სიზმარი არ ქონდა დამთავრებული რომ მეორე დაიწყო.

მოხდა ისე რომ მისი სახელი იყო სარგის ჰოვსეპი ფარაჯანიანი, და რომ თბილისში იდგა 1963 წელი და რომ ირგვლივ ყველაფერი იყო ბროწეულის ფერი და ერთი ქალი იყო კიდევ, ახალგაზრდა აშუღი პოეტი, რომელიც იმავე ახალგაზრდა აშუღი პოეტის სატრფო იყო რომელი ახალგაზრდა აშუღი პოეტიც თავად იყო… კიდევ მუზაც იყო იმავე აშუღის… სიკვდილის ანგელოზიც იყო… აღდგომის ანგელოზიც იყო… თუმცა მიუხედავად ამისა ყველაფერი გასაგები იყო და ლამაზი იყო… ბროწეულისფერი იყო… ალბათ იმის გამო რომ ბროწეულის ფერი იყო იფიქრეს რომ ცისფერი იყო და 5 წლით გამოსასწორებლად გადაასახლეს კიდეც… ესე იყო..

კამსარაკანს არ დაამახსოვრდა დაამტკიცა თუ არა სიზმარში რომ ბროწეულის ფერი და ცისფერი სხვადასხვაა. უბრალოდ ახსოვს რომ გარდაიცვალა ერევანში.

ნახარარ ერვანდ კამსარაკანის III სიზმარი

ეს ისე მოხდა რომ ვერ დაიმახსოვრა რა სახელები ერქვა. ახსოვს რომ  თბილისის 110-ე საჯარო სკოლის მშობლები იყო და რომ 2010 წლის 14 სექტემბერს განცხადება დაწერა საქართველოს განათლების მინისტრის სახელზე:

“საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

ბატონ დიმიტრი შაშკინს

ქ.თბილისის 110-ე საჯარო სკოლის მშობლები

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

ბატონო მინისტრო

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის 110-ე საჯარო სკოლის მშობელთა კოლექტივი მოგმართავთ ტხოვნით,როგორც თქვენთვის ცნობილია 110-ე საჯარო სკოლა შედგება ორი სომხური და რუსული სექტორებისაგან,სადაც სწავლობს 400-ზე მეტი მოსწავლე

ჩვენთვის, მშობლებისათვის უკვე ცნობილია, რომ სკოლების ოპტიმიზაციის შედეგათ 110-ე საჯარო სკოლა შეუერთდა 103-ე საჯარო სკოლას..  ჩვენ გვესმის რომ განათლების სამინისტრომ მიიღო გაერთიანების შესახებ გადაცყვეტილება, მაგრამ გდხოვთ,რომ კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენს გადწყვეტილებას შენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან 103-ე საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 სართულებზე სასწავლო პროცესი ყოვლად დაუშვებელი და ფიზიკურად შეუძლებელია.

103-ე სკოლის შენობა ტექნიკურად გაუმართავია ჩვენი ბავშვების მისაღებათ, რაც შეგიდზლიათ მობრდზანდეტ და თქვენი თვალიტ ნახოტ  თქმული შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, ბავშვების  ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისათვის მსგავს სასწავლო კლასებში სწვალა პირდაპირ  შემაფერხებელი ბარიერია და  ლახავს მათ ღირსებას.

ჩვენი შენობა უკეთეს მდგომარეობაშია და უპრო ბევრი საკლასო ოთახებიც გვაქვს, გარემონტებული ორი დარბაზი: სააქტო და სპორტული, რაც ბავშვთა აღზრდისთვის უკეთეს გარემოს ქმნის. ჩვენ გავარემონტეთ და მოვალამაზეთ მანდატურებისთვის განკუთნილი ოთახი.

წელს უნდა აგვეღნიშნა სკოლის დაარსების 50 წლისტავი, ჩვენი სკოლის იუბილეზე ველოდებით როგორც ადგილობრივ სტუმრებს, ისე სტუმრებს ქ. ერევნიდან და გიუმრიდან,რომლებიც წინასწარ არიან დაპატიჯებულები.

სკოლა მდებარეობს მეტრომშენის რაიონში,სადაც კომპაქტურად ცხოვრობს სომეხი ეროვნების მოსახლობა, ბავშვები ქალაქის სხვა კუთხეებიდან არ მოდიან სკოლაში  და ასევე გაუჭირდებათ ქალაქის სხვა რაიონის სომხურ სკოლებში სიარული, ვინადიან 103–ე სკოლის მე–3 და მე–4 სართულებზე სასწავლო პროცესი ჩაიშლება კლასების სავალალო მდგომარეობის გამო რაც ჩვენ გვაიძულებს, რომ სხვა სკოლებში გადავიყვანოთ ჩვენი შვილები.

გდხოვთ გაითვალისწინოტ ჩვენი თხოვნა და  110-ე სკოლა მოსწავლეებითა და მასწავლებლებით დატოვოთ იგივე შენობაში 103-ე სკოლის მოსწავლეებთან და კოლექტივთან ერთად, ვინაიდან ჩვენს შენობაში გაცილებით უკეთესი პირობებია.

ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, რომ შენარჩუნებულ იყვეს სკოლის  ნუმერაცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და უპირველესია ჩვენი შვილების განათლებაა, რასაც ისინი მიიღებენ ჯანსაღ გარემოში, და კომფორტულ შენობაში, მითუმეტეს რომ ამის ყველა წინაპირობა არსებობს 110- ე საჯარო სკოლის ბაზაზე.

ჩვენ გვიყვარს საქართველო, ვართ მისი მოქალაქეები, ვემსახურებით მას და გვწამს მისი ნათელი მომავლის, რის გამოც  თქვენი დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განცხადება უყურადგებოთ არ დარჩება, ვინაიდან ამზეა დამოკიდებული ჩვენი ბავშვების ბედი.”

(განცხადების სტილი და გრამატიკული შეცდომები დაცულია. პრაპორშჩიკი)

ნახარარ ერვანდ კამსარაკანის IV სიზმარი

და აი მეოთხე სიზმარში თბილისის ქუჩებში დადიოდა და მისი სახელი იყო არუთიუნ საიათიანი, თუმცა ყველა “ჰანგის უფალს” ეძახდა. მეფის კარზე საკუთარ საიმღერებს ასრულებდა, ლექსებს კითხულობდა, საჭიროების დროს დიპლომატის ნიჭიც აღმოაჩნდა და სპარსეთის წინააღმდეგ შირვანის, სომხეთისა და საქართველოს შეკავშირებაში მიიღო მონაწილეობა.. ყველაფერი კარგად იყო, სანამ  მეფის ქალიშვილს დაადგმდა თვალს… მეფემ არ აპატია და სასახლიდან გამოაძევა…  აიკრა გუდა-ნაბადი, ქნარი და დაიწყო ხეტიალი, თან ლექსებსა და სიმღერებს თხზავდა ქართულ, სპარსულ და სომხურ ენებზე… მერე ადგა და ბერად შედგა ახპატის მონასტერში… დანარჩენი ბუნდოვნად დაამახსოვრდა, დანამდვილებით ახსოვს რომ აღა მაჰმად ხანის ჯარისკაცებმა მოკლეს იატაგანით, მაგრამ ვერ იხსენებს ახპატში იყო თუ თბილისში, სწრაფად მოხდა ყველაფერი…

მეოთხე სიზმრის შემდეგ, ერვანდ კამსარაკანმა ერთი ღრმად ამოიხვნეშა, თვალები გაახილა, დაბნეულმა მიიხედ-მოიხედა და ჭრილობაზე ხელი მოისვა, გატკბილიანებული თითები გაილოკა, გაჭირვებით წამოდგა და იქვე აივნიდან გადააფსა… გახედა არარატის თეთრ ქუდს, გაიზმორა და თქვა: ” Վա՜յ Ինչ երազանքներ Ես ունեի մի տարօրինակ?!” (ეს რა უცნაური სიზმრები მქონდა ელი?)”.


About these ads
This entry was posted in წერილები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ნახარარ ერვანდ კამსარაკანის ოთხი სიზმარი

  1. giorgi says:

    ესეც ვფიქრობდი, ამ სომხებს თბილისი ესიზმრებათ მარტო, თანაც მე-5 საუკუნიდან. :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s