დიალოგი #2 ანუ პრაპორშჩიკის გლობალიზაცია

სკილა: შენ კიდევ არ ეშვები მაგას?

პრაპორშჩიკი: რას?

სკილა: ბლოგის წერას.

პრაპორშჩიკი: არამგონია

სკილა: ამჯერად რა გინდა?

პრაპორშჩიკი: გლობალიზაციაზე მინდა დავწერო.

სკილა: იცი მაინც რა არის?

პრაპორშჩიკი: მმ.. ცოტათი. შენ რას მეკითხები ჩემთვის რა არის გლობალიზაცია თუ ზოგადად რა არის და რას ნიშნავს?

სკილა: ორივე

პრაპორშჩიკი: ჯერ შენ მითხარი შენთვის რა არის.

სკილა: ჩემთვის, აი ჩინეთში გამოშვებული “დვამიაჩებით” ყარაჯალაში თათარი ბავშვი რო ფეხბურთს თამაშობს მადრიდის რეალის მაისურით და ზურგზე Özil აწერია – ეგ არის გლობალიზაცია

პრაპორშჩიკი: ეგ ბავშვი თათარი არ არის, აზერბაიჯანელია.

სკილა: ვინც არის, რა მნიშვნელობა აქვს. შენთვის რა არის?

პრაპორშჩიკი: ნუ მე ეგეთ განამრტებას არ გეტყვი მაგრამ, მოკლედ საერთოდ არსებობს რამოდენიმე მიდგომა, ანუ არ არსებობს ერთი განმარტება ან თუ გინდა თქვი წესი. ერთი ვერსიით ეს არის წმინდა ეკონომიკური პროცესი, მეორე ვერსიით კულტურულ-სოციალური, მესამე ვერსიით ეს არის პოლიტიკური ხასიათისაც, მეოთხე ვერსიით სამივე ერთად ოღნდ დასავლეთის მიერ წარმოებული, კიდევ არის მოსაზრება რომ ეს არის შავი ხვრელი ერი სახელმწიფოებისათვის, მოკლედ უამრავი მიდგომაა, აი რაღაც მაგალითებს გეტყვი ეხლა.

სკილა: აბა შენ იცი.

პრაპორშჩიკი: აჰამ, ნუ თავიდან რო გითხრა, ეს იცი ისედაც მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ტერმინის გაჩენა ვინმე მავან ამერიკელ სოცოლოგის რ. რობერთსონის ბრალია, პირველად ეს სიტყვა 1983 წელს გამოიყენა თავის სტატიაში, ნუ საფუძვლად უდევს globe – გლობუსი, ხოდა აქედან არის გლობალიზაციაც. ეხლა განმარტებები. განმარტებები არის უამრავი მაგრამ ვეცდები ცოტა საინტერესოები ამოვარჩიო, იმიტომ რომ ბევრი მათგანი უბრალოდ ტერმინების გროვაა და მეტი არაფერი

სკილა: მე ჩემი განმარტებაც მომწონს, თათარ ბავშვზე.

პრაპორშჩიკი:  დაანებე მაგ ბავშვს თავი, ეგ თათარი არ არის აზერბაიჯანელია და სხვადასხვა რამეა როგორც ვიცი, მარა დაიკიდე. ე.ი. ქართული ვიკიპედიის თანახმად:

გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ “თავისუფალი ვაჭრობის” შედეგი.

სკილა: მშვენიერია!

პრაპორშჩიკი: ნუ კაიფობ! ხოდა რო ვეძებდი ამ განამრტებებს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე გადავედი და იქ არის დიდი ჩამონათვალი, საერთო ჯამში უმეტესობა (არა მარტო ამ საიტზე) გლობალიზაციას ეკონომიკურ ფაქტორად განიხილავს, ასე მაგალითად, ვინმე  rosabeth Moss Kanter 1995-წელს თვლიდა რომ  – „მსოფლიო ხდება გლობალური სავაჭრო სკივრი, რომელშიც იდეები და საქონელი ხელმისაწვდომია ერთდროულად
ნებისმიერ ადგილას.“

მაგრამ ეს განმარტება კი არა შედეგის დახასიათებაა უბრალოდ, ისევე როგორც ენტონი გიდენსის აზრი:

“გლობალიზაცია  გულისხმობს თეზისს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ყველანი ახლა ერთ სამყაროში ვცხოვრობთ.”

სკილა: კარგი არ გინდა ეს ეკონომიკური რაღაცეები, ასე თუ ისე ვხვდები რაც იქნება, ტრანსნაციონალური კომპანიები, საერთაშორისო ვაჭრობა და ათასი იდიოტობა რასაც ვერ ვიტან.

პრაპორშჩიკი: კარგი, მაშინ გეტყვი მე რას ვეწინააღმდეგები.

სკილა: აბა მიდი!

პრაპორშჩიკი:  იმას როდესაც მხოლოდ ვესტერნიზაციას (დასავლეთის კულტურულ და არამარტო გაბატონებას რომლის შედეგადაც ყველანი ამერიკელები გავხდებით) და ერების გაქრობას ხედავენ, აი როგორც მავანი გლეიზერი ამბობს:

“გლობალიზაცია არის მსოფლიო მასშტაბით დასავლეთის მიერ რეგულირებადი იმ ინფორმაციის და გართობის საშუალებების გავრცელება, რომლებიც შესაბამის ეფექტს
ახდენს ფასეულობებზე იმ ადგილებისა, სადაც ეს ინფორმაცია აღწევს…“

ან

“გლობალიზაცია წარმოადგენს, უბრალოდ, დასავლური მოდერნიზმის გლობალურ დიფუზიას, განვრცობას, ანუ გაფართოებულ ვესტერნიზაციას -დასავლური კაპიტალისა და დასავლური ინსტიტუტების გავრცელებას (განვრცობას).”

“აღნიშნავს პროცესებს, რომელთა გამოც ერი-სახელმწიფოების სუვერენულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ძალაუფლების განსხვავებული პერსპექტივების, ორიენტაციების, იდენტობებისა და ქსელების მქონე ტრანსნაციონალური აქტორების მიზეზით და ა. შ.” – ულრიხ ბეკი

სკილა: და რატომ არ ეთანხმები?

პრაპორშჩიკი: რატომ და მიუხედავად იმისა რომ დღეს ძალიან თვალში საცემია დასავლეთის დაწინაურება, დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიო პროცესებზე, მართლა ძალიან ვრცელდება მათი კულტურა და ა.შ  ეს მათი ბრალი და “დანაშაული” არ არის და რეალურად ეს არ არის გლობალიზაცია! ესეც შედეგია და მეტი არაფერი, მაკდონალდსი და Lady Gaga არის გლობალიზაციის შედეგი და არა განმაპირობებელი. გარკვეულწილად  დასავლეთიც  ჩვეულებრივი აქტორია, რომელსაც დღეს შეიძლება მეტი ბერკეტი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას რომ უბრალოდ უფრო ეფექტურად და აზრიანად თამაშობენ ან ითამაშეს თავის დროზე ვიდრე სხვებმა, და აქ ისეთი სისულელის თქმა რომ ეს იმიტომ ხდება რომ მათ ფული აქვთ არასერიოზულია, ფული სხვებსაც აქვთ, აი, არაბებს აქვთ ფული მაგრამ რატომ არ ხდება არაბიზაცია? რუსეთსაც აქვს ფული (სახელმწიფოს) მაგრამ რატომ არ საუბრობენ რუსიფიკაციაზე?

სკილა: ეგ არ არის კარგი მაგალითი

პრაპორშჩიკი: კარგია თუ ცუდია მე ესე ვფიქრობ, და მივუბრუნდები ისევ ამას, აი თუნდაც რომ არის აზრი თითქოს ეს არის საფრთხე ერი სახელმწიფოებისათვის, რომ ერები აღარ იარსებებენ, სახელმწიფოები მოკვდებიან და ა.შ. რატო ავიწყდებათ რომ გლობალიზაცია არის შეუქცევადი პროცესი, ის არსებობს და ამას ვერაეფრს უზავ, და კარგია თუ ცუდია – ამაზე ლაპარაკი არ არის რაციონალური, ის თავისთავად არც კარგია და არც ცუდი, შენზეა დამოკიდებული კარგი იქნება შენთვის თუ ცუდი. აი ვალერი მელიქიძემ მოიყვანა კარგი შედარება, ჩაქუჩს თუ თითში ჩაირტყავ ეს ჩაქუჩის  ბრალი კი არ არისო. მე ამ პროცესს (გლობალიზაციას) და მის სარგებლიანობასა თუ საფრთხეს შევადარებდი ქარს და იახტმენს (ვერ ვიხსენებ ქართულად), ხოდა, ეს იახტმენი როგორ გამოიყენებს ამ ქარს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუ სწორად გამართავს აფრებს ქარი მისთვის სასარგებლო აღმოჩნდება (და ზოგადადაც აუცილებელია მისი გადაადგილებისათვის), მაგრამ თუ დაუწყვეტს აფრებს და გროტ ანძას გადაალეწავს – ამას ქარს ნუ დავაბრალებთ. შესაბამისად იგივეს ვგულისხმობ როდესაც ვესტერნიზაციაზე ვსაუბრობ.

სკილა: ეს მეტნაკლებად გასაგებია, მაგრამ იქ ფულის, რუსეთის და არაბების მაგალითი არ  უნდა იყოს სწორი.

პრაპორშჩიკი: ნუ ხო გითხარი, ეგ უბრალოდ რაც უცბად გამახსენდა ის მაგალითია, ზოგადად ამას ვგულისხმობ, მაგრამ ისე ერთი ვესტერნიზაციული განამრტება მომეწონა, ცოტა იუმორისტულად ამბობს სათქმელს:

Globalization is many things, and much has been written about it and said. But throw all the tomes and studies and placards into a giant tryworks, and you’ll render two simple arguments:
Globalization is good because it spreads what is good in America, such as a liberal approach to  business, and McDonald’s.
Globalization is bad because it spreads what is worst about America, such as a liberal approach to business, and McDonald’s.

Barry Lynn, “Unmade in America,”

სკილა: კარგია, მაგრამ შენთვის რა არის? მგონი არც არავინ იცის რა არის და ყველა თავის ვერსიას ამბობს.

პრაპორშჩიკი: რა გიდნა შენსავით “ხატოვნად” ვთქვა ყარაჯალელ ბავშვზე?

სკილა: თუნდაც

პრაპორშჩიკი: აი რაც გითხარი რა, რო პროცესია, შეიძლება ითქვას რო გარკვეული ენერგიაა და თუ როგორ გამოიყენებ მას შენზეა დამოკიდებული და ა.შ… აი ქარზე რასაც ვამბობდი მაგას ვფიქრობ. ისე განმარტებებიდან უფრო ამ აზრს ვეთანხმები:

“ურთიერთობათა სისტემა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვან მოთამაშეს და/ან მოთამაშეთა ჯგუფს (უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლების მეშვეობით) შეუძლია(თ) ისეთი პროცესების ინიცირება და მათზე ამა თუ იმ სახით გავლენის მოხდენა, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებს მსოფლიოს მასშტაბით.”  მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია 2006

სკილა: რას ეთანხმები? რომ აუცილებლად “წამყვანი მოთამაშე” უნდა იყო ან მისი წარმომადგენელი?

პრაპორშჩიკი: მაგიტომ გეუბნები რომ “უფრო ამას ვეთანხმები”-თქო, მეც ვფიქრობ რომ არ  არის აუცილებელი “წამყვან მოთამაშეებს” ეკუთვნოდე, რა თქმა უნდა მსგავს შემთხვევაში უფრო ადვილია პროცესის “ჩაშვება” და გავრცელება მაგრამ ვფიქრობ არ არის ერთადერთი ვარიანტი.

სკილა: გასაგებია, იმედი მაქვს დაამთავრე და არ დაიწყებ ეხლა “გლობალურ სოფელზე” და საქართველოს ადგილზე გლობალურ მსოფლიოში ან მსგავს რაღაცეებზე საუბარს

პრაპორშჩიკი:  არ დამიმთავრებია მაგრამ დავიღალე მეც, მერე განვაგრძოთ.

სკილა: კარგი, ეგრე სჯობს, იმიტომ რომ მგონი ტყუილად ლაპარაკობ ამდენს, მე მაინც ჩემი ყარაჯალელი თათარი მიდგას თვალწინ როცა გლობალიზაციას ახსენებს ვინმე.

About these ads
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s